აქტივობის დაჯავშნა

ცხენების ტური

ცხენტურების და ცხენების მოყვარული თუ ხარ, შენთვის სიახლე გვაქვს . აივსეთ სიმშვიდითა და ბედნიერებით ჩვენს ულამაზეს ბუნებაში ცხენზე ჯირითით. გთავაზობთ სხვადასხვა ცხენტურს გუდაურის გარშემო. ცხენტური იწყება გუდაურში სეთურებიდან, თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციებში , მარშრუტი არის საჯირითე სწორი მინდორ-ველი. ტური მიმდინარეობს მშვიდ და ლამაზ ადგილებში , სადაც შეძლებთ დაისვენოთ, და გაექცეთ ქალაქის ხმაურს. ასევე ადგილზე შეგიძლიათ ფოტო-ვიდეოების გადაღება , რაშიც , რათქმაუნდა დაგეხმარებათ ჩვენი პროფესიონალი გამყოლი გიდი. ცხენის ტურებს აწყობენ ადგილობრივი ცხენოსნები რომლებმაც იციან ყველა ლოკაცია დაზუსტებით და პასუხისმგებლები არიან ტურის უსაფრთხოებაზე. ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ცხენტურს: 1.15-20წუთიან ტურს 2.1-2საათიან ტურს 3.1დღიან ტურს. ცხენის შესახებ და მათთან მოქცევის წესი ცხენი შნიაური ცხოველია, ის უხსოვარი დროიდან თანაცხოვრობს ადამიანთან, შესაბამისად შესწავლილია მისი უნარები და წეს-ჩვეულებები. ცხენის ურთიერთობა მხედართან დამოკიდებულია მხედრის განწყობაზე მის მიმართ. ის გრძნობს მისდამი პოზიტიურ თუ ნეგატიურ დამოკიდებულებას და შესაბამისად პასუხობს მას. ცხენს აუცილებლად უნდა მივუახლოვდეთ წინიდან და უნდა მივართვათ ვაშლი ან სტაფილო, მოვეფეროთ და მივიღოთ ის როგორც მეგობარი. რითაც დავიმსახურებთ მის ნდობას და შევძლებთ მასზე შეჯდომასა და თამამად გასეირნებას. ცხენზე ჯდომის და მართვის წესებს გაივლით უშუალოდ ტრენერთან. 4. რისკები როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ცხენი თვინიერი და აქტიური ცხოველია, მაგრამ არსებობს გარკვეული საფრთხეები რომელიც უნდა ვიცოდეთ. ცხენი შესაძლოა დააფრთხოს; ცხოველმა, ფრინველმა,მისთვის უცხო ხმამ ან რაიმე ნივთმა რის შედეგადაც ის იწყებს შფოთვას და უცნაურ მოძრაობას, ამ დროს მხედარი უნდა იყოს მზად რომ შეძლოს მისი დამორჩილება და დამშვიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გადმოვარდეს ცხენიდან. სწორედ ამიტომ ცხენზე ჯდომისას აუცილებელია გვეცვას სპეციალური ჟილეტი და შლემი. ასევე ტრენერის კონსულტაცია რომელიც გვასწავლის მასზე სწორად ჯდომასა და მართვას სხვადასხვა სიტუაციებში.
პაკეტი #1
ასაკი: 3
ფრენა: 10 წუთი
დაზღვევა: 0
ვიდეო: 0
საფასური: 70 ლარი
ცხენის ტური გიდთან ერთად მინიმუმ 10-15 წუთი
პაკეტი #2
ასაკი: 5
ფრენა: 60 წუთი
დაზღვევა: 0
ვიდეო: 0
საფასური: 150 ლარი
ცხენის ტური გიდთან ერთად 1 საათი
პაკეტი #3
ასაკი: 5
ფრენა: 480 წუთი
დაზღვევა: 0
ვიდეო: 1
საფასური: 500 ლარი
ცხენის ტური გიდთან ერთად მთელი დღით
ლოკაციები
ლოკაციის რაოდენობა: 3
1 გუდაური სეთურნი ჯაღმიანი მარშრუტი დანიშნულების ადგილამდე
მფრინავები
ddd