ჩვენ ვართ კლუბი “გუდაური პარაგლაიდინგი”2016 წლიდან ვოპერირებთ და დავფრინავთ გუდაურში.კლუბში დასაქმებულია 35 გამოცდილი ადამიანი, მათ შორის 15 ლიცენზირებულუ ტანდემ მფრინავი რომლებსაც გავლილი აქვთ სხვადასხვა ტრენინგები და სივ კურსები სხვადასხვა ქვეყნებში პროფესიონალ და კვალიფიციურ პილოტ ინსტრუქტორებთან ერთად. ყოველწლიურად ჩვენი მფრინავები გადიან კურსებს სხვადასხვა ქვეყნებში, თურქეთში, კოლუმბიაში, შვეიცარიაში. უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია! კეთილგანწყობა, საიმედოობა და რამდენიმე ენაზე კომუნიკაციის უნარი განასხვავებენ ჩვენს პილოტებს. ჩვენთან უსაფრთხო ფრენებზე პასუხისმგებელია კომპანია “გუდაურის ცა “ და მისი ფრენის ხელმძღვანელები რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ და ზრუნავენ ფრენების უსაფრთხო განხორციელებაზე